
Brotherhood (New Order-ის ალბომი)
Brotherhood — ინგლისური როკ-ჯგუფ New Order-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1986 წელს, Factory Records-ზე. ალბომში აღრეულია რამდენიმე მუსიკალური ჟანრი, ძირითადად – პოსტ-პანკი და ელექტრონიკა.
Brotherhood-ში შეტანილია სიმღერა „Bizarre Love Triangle“, რომელიც აშშ-სა და ავსტრალიაში New Order-ისთვის ძალიან წარმატებული იყო. იგი ალბომის ერთადერთი სიმღერაა, რომელიც სინგლზე გამოვიდა. კომპოზიცია შეტანილია 1980-იანების მრავალ საუნდტრეკშიც.
ალბომის გარეკანის ავტორია პიტერ სევილი. ფოტოსურათზე ასახულია ტიტანის-ცინკის შენადნობი.[11] რამდენიმე ადრეული გამოცემა გამოვიდა გარეკანით, რომელზეც გადატანილი იყო ამ შენადნობის ეფექტი.
2008 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი.
. . . Brotherhood (New Order-ის ალბომი) . . .
ყველა სიმღერის ავტორი — New Order, გარდა მითითებულისა.
- შენიშვნა
- სხვადასხვა, მათ შორის Factory Records-ის CD, 1993 წლის London Records-ის და 2008 წლის საკოლექციო გამოცემაში, შეტანილია „State of the Nation“-ის 12″ სინგლის ვერსია, თუმცა სიაში ასე არ არის აღნიშნული. იგი იგივეა, რაც ვერსია, შეტანილი კომპილაციაში Substance. სიმღერის ხანგრძლივობა არის 6:32, შესაბამისად, ალბომის – 43:30.
შენიშვნა
- „True Faith (Eschreamer Dub)“ და „Blue Monday ’88 (Dub)“ არასწორად არის მითითებული, ისევე, როგორც ბუკლეტზე, რომელიც ახლავს 2008 წლის ყოველ რემასტერს.
. . . Brotherhood (New Order-ის ალბომი) . . .
This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]