ჩემი ბედნიერი ოჯახი

,,ჩემი ბედნიერი ოჯახი არის ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმის ძირითადი თემა ქართული ოჯახური თანაცხოვრებაა, მთელი თავისი სირთულეებითა თუ არეული გრძნობებით. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflixზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.[1][2]

ჩემი ბედნიერი ოჯახი
ჟანრი დრამა
რეჟისორი ნანა ექვთმინიშვილი, საიმან გროსი
სცენარისტი ნანა ექვთიმიშვილი
ხანგრძლივობა 120 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

. . . ჩემი ბედნიერი ოჯახი . . .

ფილმის მთავარი გმირი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს თავისი რუტინული ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გადაწყვეტს. მანანა მიატოვებს დიდ ოჯახს: ქმარს – სოსოს, შვილს – ნინოს და სიძეს – ვახოს, ასევე მეორე შვილს – ლაშას და მშობლებს. იგი იქირავებს ბინას და გადავა მარტო საცხოვრებლად. მანანას არც საყვარელი ჰყავს და არც სხვა ფარული მოტივი ამოძრავებს, იგი უბრალოდ მშვიდ ცხოვრებასა და მოდუნებას ნატრობს, რის საშუალებასაც ოჯახი არ აძლევს. ფილმი გვაჩვენებს ტრადიციებს აყოლილი, თუმცა სულით თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართველი ქალის ისტორიას, რომელიც წინააღმდეგობების მიუხედავად აკეთებს იმას, რაც გულით სურს. სცენარი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ღალატი, ნდობა, გენდერის როლი საზოგადოებაში, პატრიარქატი და ა.შ. [3][4]

. . . ჩემი ბედნიერი ოჯახი . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . ჩემი ბედნიერი ოჯახი . . .

Previous post იანვარი
Next post ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)