
პანამა (ქალაქი)
პანამა (ესპ. Panamá) — პანამის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს პანამის არხის დასაწყისში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 880 691 ადამიანს შეადგენს, აგლომერაციის კი 1 272 672-ს.[1] ქალაქი პანამა ქვეყნის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის კვანძი.[2] შეფასებულია ბეტა რანგის გლობალურ ქალაქად.[3]
ქალაქი 1519 წლის 15 აგვისტოს ესპანელმა კონკისტადორმა პედრო არიას დე ავილამ დააარსა. ამის შემდეგ, ქალაქი ინკების იმპერიის (პერუ) სადამპყრობლო ექსპედიციების საწყის წერტილს წარმოადგენდა. პანამაზე გაივლიდა ამერიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომელთა გავლითაც ესპანეთისკენ ადგილობრივ ინდიელებში ნაძარცვი ოქრო–ვერცხლის უდიდესი ნაწილი მიედინებოდა.
1673 წლის 21 იანვარს, ქალაქი საშინელმა ხანძარმა გაანადგურა, რომელიც მეკობრე ჰენრი მორგანმა გაააჩინა. თუმცა, 2 წლის თავზე, 1675 წლის 21 იანვარს, პანამა ოფიციალურად აღდგა, თავდაპირველი დასახლებიდან 8 კილომეტრში მდებარე ნახევარკუნძულზე. ეს ადგილიც ნაქალაქარი იყო, რომლის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი და პანამა-ვიეხოს სახელითაა ცნობილი, რომელიც 1997 წელს იუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
. . . პანამა (ქალაქი) . . .
ქალაქი 1919 წლის 15 აგვისტოს, პედრო არიას დე ავილას, ესპანელი ჯარისკაცისა და კოლონიალური ადმინისტრატორის მიერ დაარსდა. დაარსებიდან რამდენიმე წელში, ქალაქი პერუს აღმოჩენისა და დაპყროპის საწყის წერტილად იქცა, ისევე როგორც ოქროსა და ვერცხლის ესპანეთში გადასატან ცენტრად პანამის ყელის გავლით. 1671 წელს, ჰენრი მორგანმა, 1 400 კაცით პანამა გაძარცვა, რომელიც შემდეგ ხანძარმა გაანადგურა. ძველი ქალაქის ნანგრევები ისევ შემორჩენილია და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას – პანამა-ვიეხოს (Panamá Viejo – ესპანურიდან “ძველი პანამა”). 1673 წელს ქალაქი აღადგინეს, ძველი ქალაქიდან დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით. ეს ადგილი დღესდღეობით ცნობილია როგორც Casco Viejo ანუ “ძველი კვარტალი”. ქალაქი პანამა თანამედროვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკულ დედაქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა, ყველაზე ადრე დაარსების მიხედვით.
კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების დაწყებამდე ერთი წლით ადრე პანამის სარკინიგზო კომპანია დაარსდა, თუმცა სრულად არ ამუშავებულა 1855 წლამდე. 1848 და 1869 წლებს შორის აშშ-ში პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებლობა დასრულდა, დაახლოებით 375,000 ადამიანმა გადაკვეთა პანამის ყელი ატლანტის ოკეანიდან წყნარი ოკეანის მიმართულებით და 225,000-მა საპირისპიროდ. იმ პერიოდში მოძრაობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქის კეთილდღეობა.
პანამის არხის აშენებით დიდად იხეირა ქალაქის ინფრასტრუქტურამ და ეკონომიკამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანმრთელობისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესება, რაც არხის მახლობლად ამერიკელთა გამოჩენის დამსახურებაა. ექიმ უილიამ გორგასს, არხის აშენების უფროს სანიტარულ ოფიცერს განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. მან ივარაუდა, რომ დაავადებათა გავრცელება ადგილობრივი კოღოების დამსახურება იყო და წყლის გაწმენდა და სახლების დეზინფექცია ბრძანა. ამას მოჰყვა ის, რომ 1905 წლის ნოემბრისთვის ყვითელი ცხელება საერთოდ ამოიძირკვა, ხოლო მალარიით დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დაეცა. [4] თუმცა, არხის ასაშენებლად მუშახელი ძირითადად კარიბებიდან მოჰყავდათ, რამაც მანამდე არნახული რასობრივი და სოციალური დაძაბულობა გამოიწვია.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში აგებულმა სამხედრო ბაზებმა და უამრავი ამერიკელი სამხედროსა თუ საჯარო მოხელის ქალაქში ჩამოსვლამ, პანამას უზარმაზარი წარმატება მოუტანა და ააყვავა. პანამის მეტროპოლიტური არეალის მეზობელ “პანამის არხის ზონაზე” პანამელებს წვდომა ან საერთოდ არ ჰქონდათ ან ჰქონდათ შეზღუდული რაოდენობით. ამ ადგილებში მხოლოდ ამერიკული სამხედრო პერსონალისთვის განკუთვნილი სამხედრო ბაზები იდგა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სიტუაცია დაიძაბა ადგილობრივ პანამელებსა და ამერიკის მოქალაქე აქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. საბოლოოდ ძალადობამ იფეთქა, რის შედეგადაც 22 პანამელი და 4 ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა. 1964 წლის 9 იანვარი Día de los Mártires-ად იწოდება რაც ესპანურიდან წამებულთა დღეს ნიშნავს და პანამის სახელმწიფო გლოვის დღედაა გამოცხადებული.
1970-ანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ქალაქი საერთაშორისო საბანკო ცენტრი გახდა, რამაც დიდი და არასასურველი ყურადღება მოუანა ქალაქს, როგორც ფულის გათეთრების საერთაშორისო ცენტრს. 1989 წელს, დაახლოებით ერთწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ აშშ-სა და პანამას შორის, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა პანამაში შეჭრის ბრძანება გასცა, რათა ჩამოეგდო გენერალი მანუელ ნორიეგა, ქვეყნის დე ფაქტო დიქტატორი. ამის შედეგად, ელ ჩორიოს უბნის ნაწილი, რომლის დიდი ნაწილიც ძველებური ხის ჩარჩოებიანი სახლებისგან შედგებოდა, ცეცხლის შედეგად განადგურდა. 1999 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გადასცა პანამის არხის ზონა პანამას, რომელსაც ეს უკანასკნელი დღესაც აკონტროლებს.[5]
ქალაქი პანამა ისევ რჩება საბანკო ცენტრად, თუმცა ფულის გადაადგილება შესამჩნევად კონტროლდება.
. . . პანამა (ქალაქი) . . .