ლევან III დადიანი

ლევან III დადიანი, იგივე შამადავლე ოდიშის მთავარი 16611680 წლებში, ქართული ისტორიული წყაროების თანახმად „სრულიად ოდიშისა და აფხაზეთის მპყრობელ-მქონებელი“.[1]ლევან II დადიანის ძმის, იესეს ძე. ტახტზე ავიდა ქართლის მეფის ვახტანგ V-ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივისცემად ლევანი დაირქვა. ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის დისწული თამარი. 1663 ლევან III დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფეს ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო. ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი. 1672 ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ჩამოეგდოთ ლევან III დადიანი და მთავრად თავიანთი კაცი დაესვათ. ლევან III დადიანი რუხის ციხეში ჩაიკეტა და ოსმალებმა მისი აღება ვერ მოახერხეს.

ტერმინს „ლევან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლევან.
ლევან III
ოდიშის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1661
მმართ. დასასრული: 1680
წინამორბედი: ვამეყ III
მემკვიდრე: ლევან IV
მეუღლე: თამარი,
თინათინ ალექსანდრე მეფის ასული
შვილები: მანუჩარ
დინასტია: დადიანები
მამა: იესე დადიანი

. . . ლევან III დადიანი . . .

  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. ტ. II. გამოც. დ. კლდიაშვილის და მ. სურგულაძის. თბ., 1993, გვ. 9

წინამორბედი:
ვამეყ III
ოდიშის მთავარი
16611680
შემდეგი:
ლევან IV

. . . ლევან III დადიანი . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . ლევან III დადიანი . . .

Previous post Б
Next post Haasiophis