კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

კაცხისოფელიჭიათურის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი კაცხი, ეწერი, მორძღვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი). მდებარეობს მდინარეკაცხურის ნაპირას. ჭიათურაზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 610 მეტრი. ჭიათურიდან 11 კილომეტრი, ქუთაისიდან – 68 კმ., თბილისიდან – 188 კმ. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა[3]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაცხი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
კაცხი

კაცხის ტაძარი
ქვეყანა  საქართველო
მხარე იმერეთის მხარეიმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი კაცხი
კოორდინატები 42°17′03″ ჩ. გ.43°12′30″ ა. გ.
დაარსდა ქვის ხანა
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 610
მოსახლეობა 403[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

საქართველო

იმერეთის მხარე

. . . კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) . . .

კაცხი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. იგი ბაღვაშთა საგვარეულო მამულს წარმოადგენდა. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდე­ბა „კაცხის ციხე“. იგი თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან კი აბაშიძეთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების კუთვნილებაა. 1970 წელს კაცხში ჭის გათხრის დროს აღმოჩნდა სხვა­დასხვა ნივთები და მონეტები, მ. შ. ორი კოლხური თეთრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 403 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 756 357 399
2014[1] 403 190 213
მთავარი სტატია: კაჟნარი.

მდინარეყვირილის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 200-500 მ სიმაღლის პლატოზე 1958 წელს აღმოჩნდა შუა და გვიანდელი აშელის ხანის ნაბინარ-სახელოსნო კაჟნარი, იგივე საქორია. 4-4,5 ჰა ფართობი თითქმის მთლიანად დაფარული იყო კაჟის ბუნებრივი ნატეხებითა და პირველყოფილი ადამიანის ქვის ნაკეთობებით. ნაპოვნი 3000-მდე ნივთი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

. . . კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) . . .

Previous post კატალინა არაგონელი
Next post ტომას მარტინესი