კატალინა არაგონელი

კატალინა არაგონელი (ესპ. Catalina de Aragon; ინგლ. Catherine of Aragon; დ. 16 დეკემბერი, 1485 — გ. 7 იანვარი, 1536) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის დედოფალი 1509-1533 წლებში როგორც ჰენრი VIII-ის პირველი ცოლი. მანამდე იყო უელსის პრინცესა როგორც არტურ ტიუდორის მეუღლე.

კატალინა არაგონელი
Catalina de Aragon
ინგლისისა და ირლანდიისდედოფალი
კორონაცია: 24 ივნისი1509
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი1509
მმართ. დასასრული: 25 მაისი1533
წინამორბედი: ელისაბედ იორკელი
მემკვიდრე: ენ ბოლეინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 დეკემბერი1485
დაბ. ადგილი: ალკალა-დე-ენარესი, კასტილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 7 იანვარი1536 (50 წლის)
გარდ. ადგილი: იმბოლტონის სასახლე, ინგლისის სამეფო
მეუღლე: არტური, უელსის პრინცი
(ქ. 1501- გარ. 1502)
ჰენრი VIII, ინგლისის მეფე
(ქ. 1509- გან. 1533)
შვილები: მერი I, ინგლისისა და ესპანეთის დედოფალი
დინასტია: ტრასტამარა
მამა: ფერდინანდ II, არაგონის მეფე
დედა: ისაბელ I, კასტილიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის ქალიშვილი. კატალინა სულ სამი წლის იყო როცა არტურ ტიუდორზე დანიშნეს. 1501 წელს არტური და კატალინა დაქორწინდნენ, სულ 5 თვეში კი პრინცი არტური გარდაიცვალა. 1507 წლამდე ეკავა ელჩის პოზიცია, სწორედ კატალინა იყო ევროპის ისტორიაში პირველი ქალი ელჩი. მალევე კატალინა დაქორწინდა გარდაცვლილი მეუღლის უმცროს ძმა ჰენრი ტიუდორზე. 1509 წელს ჰენრი VIII-ის გამეფებით იგი დედოფალი გახდა. 1513 წელს ექვსი თვის მანძილზე ინგლისის რეგენტი იყო, სანამ ჰენრი საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ დროს ინლისელებმა მოიგეს ფლოდენის ბრძოლა, რომელშიც ინგლისელებს კატალინა მიუძღვოდა.

1525 წლიდან ჰენრიმ ენ ბოლეინის სახით სახით საყვარელი გაიჩინა. ამ დროს ჰენრი უკვე უკმაყოფილო იყო ცოლით, რადგან იგი ვაჟს ვერ აჩენდა. მას და კატალინას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად მერი. მალე ჰენრიმ კატალინასთან გაყრა და ენზე დაქორწინება მოისურვა. ვინაიდან კატალინა იმპერატორ კარლ V-ის დეიდა იყო, რომის პაპ კლემენტ VII-ს შეეშინდა განქორწინებაზე დათანხმების. ამაზე ჰენრი განრისხდა და კათოლიკურ სამყაროს გამოეყო. მან შექმნა თავისი ანგლიკანური ეკლესია, რომლის მეთაურიც თავად გახდა. 1533 წელს ჰენრი გასცილდა კატალინას და ენ ბოლეინზე იქორწინა. სამეფო კარიდან გაძევების შემდეგ კატალინა კიმბოლტონის სასახლეში დაბინავდა. 1536 წელს კატალინა გარდაიცვალა. ინგლისელმა ხალხმა ღირსეულად გამოიგლოვა ის, როგორც მათი კანონიერი და საყვარელი დედოფალი.

კატალინამ დიდი გავლენა იქონია უამრავ მწერალსა თუ მხატვარზე. მასზე გადაღებულია არაერთი ფილმი და სერიალიც.

. . . კატალინა არაგონელი . . .

კატალინა დაიბადა 1485 წლის 16 დეკემბერს ალკალა-დე-ენარესში, მადრიდთან ახლოს. იგი იყო არაგონის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი ცოლის, კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ის ნაბოლარა ქალიშვილი. კატალინას ჰქონდა გრძელი წითური თმა, მრგვალი სახე, ვიწრო ლურჯი თვალები და ქათქათა თეთრი კანი. მისი დიდი ბებიის, დედოფალ ფილიპინა ლანკასტერის ხაზით, კატალინა გამოდის ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შთამომავალიც. იგი ასევე იყო გარე ბიძაშვილი თავისი მამამთილის ჰენრი VII-ისა და ასევე თავისი დედამთილის, დედოფალ ელისაბედ იორკელის ბიძაშვილიც გამოდიოდა.

კატალინა არაგონელი 1496 წელს, 11 წლის ასაკში

კატალინას განათლებას აძლევდა ალესანდრო გერალდინი, რომელიც წმინდა კათოლიკური ორდენის კლერიკი იყო. კატალინა მასთან სწავლობდა არითმეტიკას, სამართალს, კლასიკურ ლიტერატურას, ევროპის სამეფო დინასტიების გენეოლოგიებს, ჰერალდიკას, ისტორიას, ფილოსოფიას, რელიგიასა და თეოლოგიას. მას ჰქონდა ძალიან ძლიერი რწმენა კათოლიკური რელიგიისადმი (რაც დამახასიათებელია ესპანეთის პრინცესებისთვის), რამაც შემდგომში დიდი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე. მან გარდა მშობლიური ესპანურისა მაღალ დონეზე იცოდა ლათინური, ფრანგული და ბერძნული. იგი ასევე სწავლობდა საშინაო საქმეებსაც, როგორებიცაა კულინარია, ცეკვა, ხატვა, ქარგვა, კარგი მანერები, მაქმანების გაკეთება, დაკვრა, კერვა და დაწვნა. მოგვიანებით დესიდერიუს ერასმუსმა მასზე განაცხადა, რომ უყვარდა ლიტერატურა და პატარაობიდანვე კითხულობდა უამრავ წიგნს.

კატალინა ბავშვობაშივე დანიშნეს ინგლისის ტახტის მემკვიდრეზე, უელსის პრინც არტურ ტიუდორზე. კატალინას დედის წარმომავლობიდან გამომდინარე, უფრო მეტი უფლება ჰქონდა ინგლისის სამეფო ტახტზე ვიდრე თავად ჰენრი VII-ს. იქიდან გამომდინარე, რომ ჰენრი ტახტზე ომით ავიდა და არა მემკვიდრეობით, ბევრი ევროპული სახელმწიფო მას მეფედ არ სცნობდა, რამაც ტახტზე უამრავი კონკურენტი გამოუჩინა. მიუხედავად იმისა, რომ კატალინა და არტური უკვე დანიშნულები იყვნენ, მათ 14 წლამდე ქორწინების უფლება არ ჰქონდათ. კატალინაზე ნიშნობით და მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან ალიანსით ტიუდორებმა თავიანთი მდგომარეობა გაიმყარეს. 1499 წლის 19 მაისს მარიონეტული ქორწინებით კატალინა და არტური შეუღლდნენ. ამ დროს არტური 15 წლის იყო, ხოლო კატალინა 14-ის.

როცა კატალინა ინგლისში გაემგზავრა თან გაიყოლა რამდენიმე აფრიკელი მონაც. სწორედ ისინი იყვნენ პირველი შავკანიანები, რომელთაც ინგლისის სამეფო კარზე შესვლის ნება დართეს. ამით კატალინამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

. . . კატალინა არაგონელი . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . კატალინა არაგონელი . . .

Previous post ავსტრალიის ღია პირველობა
Next post კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)