კაიშაურნის ციხე

კაიშაურნის ციხეარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნში, დიდველის პლატოზე.

კოშკიდან პანორამული ხედი იშლება როგორც დიდველის პლატოზე, ასევე ხადის ხეობის ნაწილზე და თეთრი არაგვის ხეობაზე. აქედან, ასევე კარგად ჩანს დიდველის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. კოშკი კლდოვან ქანზეა აგებული. აშენებულია ბაზალტის დიდი მართკუთხა და ირეგულარული ფორმის ქვებით. წყობა ჰორიზონტალურია. კოშკის ზურგიანი მხარე ჩრდილო-დასავლეთითაა მიმართული, ხოლო შუბლი – სამხრეთ-აღმოსავლეთით. კოშკი სამი სართულის დონეზეა შემორჩენილი. ზედა სართულების კედლები მიწისძვრის შედეგადაა მორღვეული. პირველი სართული ყრუა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე მიწის ზედაპირიდან 5-6 მეტრის სიმაღლეზე, გაჭრილია სწორკუთხა, ნაოთხალიანი კარი, რომელიც არქიტრავის მასიური ქვითაა გადახურული. ჩრდილოეთ კედელში კვადრატული ნიშია მოწყობილი. ზედა სართულში ასასვლელი სწორკუთხა ღიობი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარესაა მოქცეული. სამხრეთ-დასავლეთ ფასადის ერთ-ერთ, ჰორიზონტალურად წაგრძელებულ ქვაზე კონტრრელიეფში შესრულებულია ბუნზე დაფუძნებული, მცირე ზომის, მკლავებგაფართოებული ჯვარი. კოშკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბაზალტის მოზრდილი ლოდებით ამოყვანილი ცოკოლი შემოუყვება. კოშკი ადრეული ხადის ხეობაში მეტად გავრცელებული ადრეული ეტაპის ზურგიანი კოშკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც დღემდე შედარებით კარგადაა შემორჩენილი.

. . . კაიშაურნის ციხე . . .

  •  კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6602

. . . კაიშაურნის ციხე . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . კაიშაურნის ციხე . . .

Previous post მეორე სვირი
Next post 아진그룹